მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე საათში კრიტიკული გახდება. ყიფშიძის ინფორმაციით, სააკაშვილმა უარი თქვა ყველა წამლის და დანამატების მიღებაზე, ასევე გადასხმებზე.
იყო 2 მედიკოსი, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, პრობლემები არ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაქვს ცუდი ნიუსები თქვენთვის. მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებაზე და გადასხმებზე და არ უნდა არაფრის გაკეთება ამ დაწესებულებაში. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში.მისი მდგომარეობა უარესდება მე ვთხოვ კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ, რაც შეიძლება ჩქარა და გადავწყვიტოთ რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული შეიძლება რამდენიმე საათში, დღე არ იქნება”, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
კითხვაზე, რა მოხდება, თუ მიხეილ სააკაშვილს უახლოეს საათებში კლინიკაში არ გადაიყვანენ, ყიფშიძე პასუხობს, რომ მას სიკვდილი ემუქრება.