“ხომ მიბიძგეთ პოლიტიკისკენ…თქვენ ბოღმიანო უწიგნურებო…გაჩვენებთ მე როგორ უნდა დამიშინოთ მიკროავტობუსის მძღოლები…კურდღლებიც კი არა ხართ…ხალხი შეგაფასებთ ძალიან მალე..”
ამ განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ” ჩვენი საქართველო სოლიდარობის” ალიანსიდან გურიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინი შეწირული გობრონიძის მეუღლე ბიძინა გობრონიძე ავრცელებს.
გობრონიძე, რომელმაც 2012 წელს პროტესტის ნიშნად საქართველო დატოვა და თავი დიდ ბრიტანეთს შეაფარა სამშობლოში მომდევნო 2013 წელს დაბრუნდა.
ის დღეისათვის გურიის გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის (“გედეი”) თანამშრომელია, თუმცა ამჟამად შვებულებაშია და აქტიურად არის ჩართული მისი მეუღლის წინასაარჩევნო კამპანიაში.
გობრონიძე არ აკონკრეტებს, მაგრამ დიდი ალბათობით მისი კრიტიკის ობიექტი “ქართული ოცნება” და ადგილობრივი ხელისუფლებაა.
ამაზე მიუთითებს ამ განცხადების ქვემოთ ქალბატონ ლელა ნაცვალაძის კომენტარი:
“როცა ვამბობ, ნაციონალებს წააჯობნეს თავიანთი ქცევებით მეთქი,მართალი ვარ,მაგათი საქციელი ამტკიცებს,რომ ცუდად ააქვთ საქმე,შიშმა დაისადგურა ქართულ ოცნებაში,დამარცხების შიშმა! 31 ოქტომბერს გამოუტანს ხალხი განაჩენს!” წერს კომენტარში ნინი შეწირული – გობრონიძის საარჩევნო შტაბის უფროსი ოზურგეთში ლელა ნაცვალაძე.
სურათზე ბიძინა გობრონიძე მარჯვნიდან პირველი:
მსგავსი სტატიები
- 47
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 42
19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან. გადამწყვეტი გოლი რუმინელების…
- 40
ბახვის ვენახის კულტურა წინამდებარე კორესპონდენციას არა აქვს თვითმყოფადი, თეზისებრივი და დასკვნების მქონე ნაშრომის პრეტენზია. მემხოლოდ მოგახსენებთ მშრალ ფატებს და პირადი დაკვირვების შედეგებს, რომელიც სხვადასხვა დროს გურიაში ყოფნისას შევაგროვე. გურიაში მეღვინეობის შესწავლის მიზნით მე დაკვირვების საგნად შევარჩიე სოფელი ბახვი, რომელიც თავისი გარემოთი და პირობებით წარმოადგენს გურიის მეღვინეობის ცენტრალურ პუნქტს. I ქუთაისის…
- 39
ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია - კირიონ მეორე 1817 წელს საქართველოს ეგზარხოსად მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი დაინიშნა, რომელმაც 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებული საეკლესიო რეფორმა 1819 წელს იმერეთში გააგრძელა. რეფორმა ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან სრულ მიერთებას გულისხმობდა. ვასილი პოტო რუსანოვის დანიშვნას ასე აღწერს - „ერმოლოვის კავკასიაში დანიშვნისთანავე საქართველოს ეგზაროსად დაინიშნა ცნობილი…