“7 ნოემბერი რომ მახსოვს და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს” – ინგა გრიგოლია

,,მეც მახსოვს 7 ნოემბერი, მახსოვს და ვერ ვიტან. არასოდეს დამავიწყდება, ისევე როგორც სიკვდილამდე მემახსოვრება 5 ივლისი”- ასე ეხმაურება სოციალური ქსელის მეშვეობით, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 7 ნოემბერს და იმ ადამიანებს ვინც 7 ნოემბრის საკითხით ხშირად მანიპულირებს.

გრიგოლიას განცხადებით, მას არ სჯერა ყალბი განცხადებების, რომლებსაც ის პირები აკეთებენ, რომლებიც თავად “აპრავებდა” 7 ნოემბრის მოვლენებს.

,,მეც მახსოვს 7 ნოემბერი, მახსოვს და ვერ ვიტან. არასოდეს დამავიწყდება, ისევე როგორც სიკვდილამდე მემახსოვრება 5 ივლისი, ჩემი დასისხლიანებული თანამშრომლები და ლექსო ლაშქარავა, რომელიც ბინძური პროპაგანდის წყალობით , მეორედ მოკლეს, გარდაცვალების შემდეგ და მახსოვს ისიც, რომ სისხლიანი 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი არაა დასჯილი (მაგათი დროც მოვა! ვის დასჯიდნენ, ხელისუფლებამ მოაწყო თავად).! ჰოდა, 7 ნოემბერი რომ მახსოვს და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს და ამიტომ ვარ კოალიციის ამომრჩეველი.! P.s- 7 ნოემბერი გვახსოვსო, რომ წერს ის ხალხი,რომელიც 5 ივლისს დღემდე ,,აპრავებს”, აი მაგ ხალხის გოდებისა შვიდ ნოემბერზე,არც ერთი წამით არ მჯერა და არც თქვენ დაიჯეროთ . ( მათგან ზოგი იმ 7 ნოემბერსაც აპრავებდა). მომავალში ეგენი პირველები დაწერენ – გვახსოვს 5 ივლისიო . კარგად ბრძანდებოდეთ!”, – წერს გრიგოლია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share