„ოცნება“ ოპოზიციის ულტიმატუმს არ თანხმდება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არ აპირებს

„ქართული ოცნება“ არ თანხმდება ოპოზიციის მოთხოვნას, დაინიშნოს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ქართველი საზოგადოების ინტერესში ხელახალი არჩევნების ჩატარება არ შედის.

როგორც „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა,  ოპოზიცია საკუთარი პოზიციით იმედებს უცრუებს, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე საკუთარ ამომრჩეველს.

„ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, კომენტარი არასერიოზულად მიაჩნია ქართველ საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებას. ორ მილიონმა ამომრჩეველმა უკვე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. გარკვეულ შემთხვევებთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებამ თქვა, რომ რაღაცები შეიძლება, გამოსწორდეს.

ოპოზიციის მიერ იკვეთება მინიმუმ უპასუხისმგებლობა საკუთარი მხარდამჭერებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.

ეს მათი კერძო შპს კი არ არის, როცა უნდათ მივლენ არჩევნებზე და როცა უნდათ – არა. ეს არის საჯარო პოლიტიკა. ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარი მანდატის განხორციელებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი სრულფასოვნად განაგრძობს მუშაობას.

მარტივად  არის საქმე, ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში ყოფნა ნებისმიერ ფასად. მე დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო ზეწოლით, ისინი მიიღებენ სწორ გადაწვეტილებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო არჩვენების შედეგებს აპროტესტებს და  რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ოპოზიციის თქმით, თუ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე უარს იტყვის, პარლამენტში შესვლაზე უარს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share