“ძალიან ვღელავ, შიმშილობა ჩემზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, ძალიან ვამაყობ”, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიას მამამ, გოგი ხოშტარიამ, პარლამენტში, მოშიმშილე შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ამბობს, რომ ელენე დასუსტებულია, როგორც ეს შიმშილობის მეხუთე დღეს იყო მოსალოდნელი, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
„ცხადია დასუსტებულია, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საგანგაშო მდგომარეობა არ არის. რაც შეეხება უნდა გააგრძელოს თუ რა შიმშილობა, ეს არის ხაზგასმულად პიროვნების ამბავი. ჩემი ქალიშვილია, გასაგებია, მაგრამ, ჯერ ერთი, დიდი ხანია უკვე თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, მითუმეტეს ისეთს, როგორიც შიმშილობაა. ცხადია, მე მამა ვარ და ბუნებრივია, აბსოლუტურად ძალიან ვღელავ, ჩემზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, ძალიან ვამაყობ”, – ამბობს გოგი ხოშტარია.