წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა, ასე იქცეოდნენ ფაშისტები – ჯიშკარიანი

ცენტრ “ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას  აკისრებს და მოუწოდებს ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრებს, დაუყონებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში გადაყვანა.

„კატეგორიულად მოვუწოდებ  იუსტიციის მინისტრს, ასევე ჯანმრთელობის მინისტრს, გადაყვანილ იქნას პაციენტი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი მულტიპროფილურ კლინიკაში და უკვე საკითხავია ეს უნდა იყოს ინტენსიური თერაპიის განყოფილება თუ რეანიმაციის განყოფილება, ყოველი წუთი არის მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლისთვის, ასევე შესაძლებელია იყოს ისეთი შორსწასული ცვლილებები, როგორიც არის ნეიროდეგენერაციული ცვლილებები თავის ტვინში.

ეს არის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა და ასე იქცეოდნენ ფაშისტები კონცლაგერში, როდესაც ადამიანების მიმართ ესეთი მოპყრობა ჰქონდათ”, – ამბობს ჯიშკარიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share