“თქვენო უწმინდესობავ, თქვენი სულიერი შვილი, მესამე პრეზიდენტი იღუპება. იმოქმედეთ!” – გიგლა თუმანიშვილის მიმართვა

“თქვენო უწმინდესობავ, თქვენი სულიერი შვილი, მესამე პრეზიდენტი იღუპება, იმოქმედეთ!” – ასე მიმართავს “მთავარი არხის” ჟურნალისტი, გიგლა თუმანიშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს.

გიგლა თუმანიშვილი მიმართავს საქართველოს მთავრობასაც და მოუწოდებს, გადაარჩინონ მიხიელ სააკაშვილი და სახელმწიფო.

“პატიმარს დასცინით? რატომ ამტკიცებთ რომ არაადამიანები ხართ? საერთოდ არაფრის გეშინიათ? ღმერთი სულ დაივიწყეთ? ქვეყანას მაინც მოუფრთხილდით და გადაარჩინეთ!!! ვხედავთ, რომ ადამიანები ფეხებზე გკიდიათ, მაგრამ საკუთარი თავი მაინც შეიცოდეთ. მიეცით ადამიანს გადარჩენის უფლება და გადაარჩინეთ სახელმწიფო, ნუ დააკვრევინებთ სიხარულის მქუხარე ტაშს ამ ქვეყნის ყველაზე დიდ მტერს… როგორც ერთი რიგითი მოქალაქე მივმართავ ქვეყნის პატრიარქს, სებისკვერი და ნაკურთხი წყალი მერე ვეღარ მოერევა ქაოსის ზვირთს. თქვენო უწმინდესობავ თქვენი სულიერი შვილი, მესამე პრეზიდენტი იღუპება- იმოქმედეთ!”,-წერს გიგლა თუმანიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share