ლიტერატურის, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების 100-ზე მეტი წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს მიმართავს და სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს

ქართველი ლიტერატორები, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დასაცავად ერთიანდებიან და თანხმდებიან ერთ უმთავრეს ღირებულებაზე – ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია! მნიშვნელოვანია ნებისმერ ადამიანს სახელმწიფომ აღმოუჩინოს კანონით გათვალისწინებული და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციასთან შესაბამისობაში არსებული სამედიცინო დახმარება, – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც სხვადასხვა სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, წერილს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ასზე მეტი ხელოვანი აწერს ხელს.

წერილს ასევე უერთდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები მწერალი ნინო ხარატიშვილი, რეჟისორი ნინო კირთაძე და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.

ხელოვანები მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს:

“ჩვენ, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, მუსიკისა თუ კულტურის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად, მოგმართავთ და მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და გადაიყვანოთ ის ისეთ კლინიკაში, როგორსაც გაეწია რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მიერ.

ჩვენ არ ვართ მომხრე პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ართმევს იმედს მომავალ თაობებს; ჩვენ გვსურს ამ ქვეყანაში სახელმწიფო უფრთხილდებოდეს ადამიანის სიცოცხლეს. დაუშვებელია სამართლიანობის სახელით სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ნებისმიერი ადამიანისათვის. გვჯერა, რომ მესამე პრეზიდენტის შიმშილით სიკვდილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ სრულდება ექიმებისა და სახალხო დამცველის მოთხოვნა – გაეწიოს პატიმარს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოუსწორებელ ლაქად დააჩნდება საქართველოს უახლეს ისტორიას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 124 პირი აწერს ხელს.

ხელმომწერები არიან: 1. ციაკო აბესაძე 2. ბექა ადამაშვილი3. ნიკოლოზ აგლაძე 4. მაია ალუდაური 5. რატი ამაღლობელი 6. ზაალ ანდრონიკაშვილი 7. მაია ბადრიძე 8. თამაზ ბათიაშვილი 9. ლიზა ბათიაშვილი-ლელუ 10. მედიკო ბაქრაძე 11. ლევან ბერძენიშვილი12. პაატა ბურჭულაძე 13. ლაშა ბუღაძე 14. ნატალია გაბისონია15. რეზო გეთიაშვილი16. ნათია გიორგაძე17. მარი გულბიანი18. დალილა გოგია19. ნანა გოგოლაშვილი20. ხათუნა გოგუა21. გია გოკიელი22. ბექა გოჩიაშვილი23. ნატო დავითაშვილი24. ქეთი დანელია25. ირინა დემეტრაძე26. თეონა დოლენჯაშვილი27. ლელა დუმბაძე28. ხატია ეკიზაშვილი29. ნანა ექვთიმიშვილი30. ვახო ვარაზი31. დავით ვაშაძე32. ლია ვიტეკი33. სოფო ზერაგია34. დათა თავაძე35. ხათუნა თავდგირიძე36. კოტე თაყაიშვილი37. თამარ თვარაძე38. შოთა იათაშვილი39. მედეა იმერლიშვილი40. პიტერ იანი41. გიორგი კაკაბაძე42. ირაკლი კაკაბაძე43. ნინია კაკაბაძე44. ლანა კალანდია45. კატო კალატოზიშვილი46. მაკა კასრაძე47. ნინო კასრაძე48. ზვიად კვარაცხელია49. ალექსანდრე კვატაშიძე50. ნესტან ნენე კვინიკაძე51. თამარ კვიჟინაძე52. დარეჯან კიკოლიაშვილი53. ნინო კირთაძე54. მეგი კობალაძე55. ლელა კოდალაშვილი56. მაია კუდავა57. ნუცა კუხიანიძე58. ნიკა ლაშხია59. შორენა ლებანიძე60. ეკატერინე მაზმიშვილი61. სალომე მაისაშვილი62. ლიკა მაისურაძე63. თინა მამულაშვილი64. დიანა მაღლაკელიძე65. მარიამ მაღრაძე66. გურამ მაცხონაშვილი67. ქეთი მაჭავარიანი68. თეკლა მაჭავარიანი69. თაკი მუმლაძე70. მუხრან მახარაძე71. ნათია მიქელაძე72. ტორესა მოსი73. ქეთი ნადიბაიძე74. ელენე ნავერიანი75. დავით ნათიძე76. გაგა ნახუცრიშვილი77. ქეთი ნიჟარაძე78. გივი (ბესო) ოდიშარია79. ლელა ოჩიაური80. ზურა პაპიაშვილი81. სოფო ჟვანია82. ნიკოლოზ რაჭველი83. ლელა სამნიაშვილი84. ბესო სოლომონაშვილი85. ირაკლი სოლომონაშვილი86. ილიკო სუხიშვილი87. ნინო სუხიშვილი88. თამარ ტატიშვილი89. ეკატერინე ტოგონიძე90. ანა ურუშაძე91. გიორგი უშიკიშვილი92. ნინო ფურცხვანიძე93. თამრი ფხაკაძე94. დავით ქაშიაშვილი95. ივა ქიმერიძე96. არჩილ ქიქოძე97. გია ქობულაშვილი98. კოტე ყუბანეიშვილი99. ნინო შაბურიშვილი100. თაკო შავგულიძე101. ქეთა შათირიშვილი102. პაატა შამუგია103. პაპუნა შარიქაძე104. გაგა შიშინაშვილი105. თამუნა შენგელია106. გიო შველიძე107. ნიკა ჩერქეზიშვილი108. ბელა ჩეკურიშვილი109. ნინო ჩიჩუა110. პაატა ციკოლია111. დათი ცინცაძე112. ლელა ცუცქირიძე113. ხათუნა ცხადაძე 114. იაკო ჭილაია115. ირინე ჭოღოშვილი116. ანა ხაზარაძე 117. ბასა ხარაზი118. თეო ხატიაშვილი119. ნინო ხარატიშვილი120. ბექა ხაჩიძე 121. სოსო ხვედელიძე122. დავით ხმალაძე123. გვანცა ჯობავა124. თეონა ჯორბენაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share