ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 74 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 755 046
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 693 129
- მათ შორის გარდაცვლილი – 10 509
- ბოლო24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 21 477, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 204 , PCR ტესტით – 8 273
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,2%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო 7 დღის – 10,41%
- სულ აცრილია – 2 005 229, დღიურად აცრილია – 1 204
- კარანტინის რეჟიმში – 46
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 916
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 302
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.