ბახმაროს გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილორბივი ხელისუფლება კურორტზე ჩარჩენილი 300 ადამიანის შესახებ ინფორმაციას დილიდან ფლობდა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ტრაქტორის მისვლა.
ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას სხვადასხვა ეთერში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ტრაქტორი ბახმაროდან უკვე წამოსული იყო და გზა იწმინდებოდა, ტყუილი აღმოჩნდა _ ბახმაროში მდგარი ტრაქტორი გაფუჭებული აღმოჩნდა და კურორტზე გაგზავნილი საწვავი გზაშივე დატოვეს.
აღსანიშანვია, რომ ბახმაროს შესასვლელთან რამდენიმე ადგილზე ზვავიც ჩამოწვა, რომლის გაწმენდას, ნიჩბებით სამი პოლიციელი და რამდენიმე ადამიანი ცდილობს. მიშა გიგაშვილი, სოსო სულაბერიძე და არჩილ ახალკაცი ამ წუთებშიც, შიშველი ხელებით ეხმარებიან თოვლში ჩარჩენილებს. სხვა დანარჩენი კი ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ამ დრომდე არავინ ჩანს. ამ დრომდე არც ისაა ცნობილი, როდის შეძლებენ გზის გახსნას და რა ბედი ელის კურორტზე დარჩენილ ადამიანებს, რომელთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.