პარლამენტის შენობა, მიმდებარე ტერიტორია და რუსთავის ციხე – მოქალაქეები სხავადასხვა ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად შიმშილს აგრძელებენ. მესემა პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საკვებზე უარი მისმა მხარდამჭერებმაც თქვეს.
პროტესტს კიდევ ერთი ექიმი, ლევან გოგუაძეც შეუერთდა:
“მე ეხლა როგორც ექიმი აღშფოთებული ვარ, პირდაპირ მივატოვე სამსახური ორი დღის უკან და წამოვედი. უარს ვაცხადებ პაციენტების მკურნალობაზე, ეს იქნება ძალიან ბევრი პაციენტი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი კლინიკაში.
მე მოვუწოდებ მთავრობას, თქვენ ხართ მკვლელბი, რომლებიც კლავთ საქართველოს პეზიდენტს, ჩვენ არ მოგცემთ პრეზიდენტის მკვლელობის ულებას”, – თქვა ექიმმა, ლევან გოგუაძემ.
მან კოლეგებსაც მუწოდა, რომ ახლა არ აქვთ უფლება ისხდნენ და კმაყოფილები იყვნენ, რადგან მათ თვალწინ ადამიანი კვდება.
ცნობისთვის, დღეს, 8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება