1 დეკემბრიდან ამოქმედდება “მწვანე საშვი”

საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე საშვის პრინციპის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს “საშვი” ექნება პირს, თუ ის სრულად ვაქცინირებულია ან კორონავირუსი აქვს გადატანილი. გარდა ამისა, იგივე სტატუსით ისარგებლებს ადამიანი PCR ტესტის ჩატარებიდან 72 საათის და “სწრაფი ტესტის” ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში.

ეს დოკუმენტი აუცილებელი იქნება კვების ობიექტებში, კინოთეატრებში, გასართობ ცენტრებსა და სხვა დაწესებულებებში შესასვლელად.

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ობიექტის სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, – თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი სავალდებულო იქნება 18 წელსგადაცილებული პირებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share