ოპოზიციის აქციის პარალელურად ხელისუფლებამ სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო. “მთავარმა არხმა” კადრები ე.წ. “პეპელას” ბაზაზე გადაიღო.
მობილიზებაა სამთავრობო კვარტალშიც – სპეცრაზმი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში შეიყვანეს, ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და პოლიციაც.
სეპცმანქანები დგას პარლამენტის შენობის შიდა ეზოშიც.
თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში აქციისთვის ტექნიკას და სცენას ამზადებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ განსაკუთრებული მობილიზება ხელისუფლების “განწირული მცდელობაა”, რომ როგორმე ხალხი შეაჩეროს.
ცნობისთვის, ოპოზიცია თავისუფლების მოედანზე აქციას 8 საათზე დაიწყებს. ისინი მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს დღეს ღარიბაშვილიც დაემუქრა და თქვა, რომ თუ ისინი პროვოკაციას შეეცდებიან, მკაცრად დაისჯებიან.