მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილმდებარეობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს.
“მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, პირადად, რომელმაც დღეს დაგმო ხელისუფლების მიერ კადრების გამოქვეყნება და გაემიჯნა ამ საკითხს.
ქალბატონო ეკატერინე, დაუყოვნებლივ გამოდით და გააკეთეთ განცხადება პაციენტის მდგომარეობის და ადგილმდებარეობის თაობაზე!
თუ თქვენთვისაც უცნობია (და ჩვენი ინფორმაციით, ასეა), გამოდით და ეს თქვით! დაუყოვნებლივ ნიშნავს დაუყოვნებლივ!”,-წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა უცნობია რომელ ჰოსპიტალში წაიყვანეს ის.