გლდანის ციხის ტერიტორიაზე სპეცრაზმი შეიყვანეს

სპეცრაზმი და პოლიციის განსაკუთრებული  მობილიზებაა ამ წუთებში გლდანის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს.

მესამე პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში სავარაუდოდ ჯავშან მანქანებით გადაიყვანეს და ვერტმფრენი მანქანებს თავდაცვისთვის მიყვებოდა, რადგან არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე ვერტმფრენი არ დამჯდარა.

პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share