ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
”ჩანს, რომ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციის პროვოცირებას, შემდეგ შესაბამისი დევნის მიზნით. ამ თვეების განმავლობაში ოპოზიცია მაქსიმალურად მშვიდობიანი, კანონისმიერი პროტესტით გამოხატავდა საკუთარ პოზიციას. ეს ნაკლებად აწყობს ხელისუფლებას, რადგან ასეთ შემთხვევაში სოლიდარობა ოპოზიციის მიმართ იზრდება. სახელისუფლებო სტრატეგიაა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ემოციებზე ზემოქმედება, რომ თვითმონიტორინგის მდგომარეობიდან გამოვიდეს, აჰყვეს სახელისუფლებო პროვოკაციას, შემდეგ კი ხელისუფლებას მიეცემა საშუალება ძალისმიერი დევნისა, რითიც თავს “გაიმართლებს” საერთაშორისო პარტნიორებთან (ამ ეტაპზე პარტნიორი სახელმწიფოები და ორგანიზაციები თავშეკავებულად რეაგირებენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე), ასევე შეეცდება ხელისუფლება შედარებით ნეიტრალური მოქალაქეების განწყობებზე ზემოქმედებას, თუ ნერვების ომში ოპოზიცია წამოეკიდა სახელისუფლებო ავანტიურას. ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს მაქსიმალური სიმშვიდე, გონივრული და პრაგმატული სტრატეგია და აირიდოს სახელისუფლებო პროვოკაციები.”-წერს გამზარდია.