გლდანის ციხეში წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები შეჰყავთ.
როგორც უკვე ცნობილია, გლდანის ციხეში, სადაც #18 სამკურნალო დაწესებულებაა განთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ამასთან, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მთავარ არხთან განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები ამ წუთებში გლდანის ციხისკენ მიემართებიან და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციას მათგან მოკლე ხანში მიიღებს.