მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია Facebook-ზე კონსილიუმის წევრების მიმოწერას ავრცელებს, რომლებიც დღეს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა შეხვედროდნენ.
მიმოწერაში ჩანს, რომ პენიტენციური სამსახურს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილი კონსილიუმის წევრებს არწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის გლდანის მე-12 დაწესებულებაშია, თუმცა ის კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.
ნიკა გვარამიას თქმით, იმ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი იქ უკვე აღარ იმყოფებოდა და უკვე გადაყვანილი ჰყავდათ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, დემურიშვილი კი კონსილიუმს ატყუებდა
“ესეც სქრინი კონსილიუმის ჩატიდან. ამ დროისთვის სააკაშვილი, სავარაუდოდ, აღარ იმყოფებოდა რუსთავის ციხეში და თამთა დემურიშვილი კონსილიუმის წევრებს ატყუებს”,-წერს ნიკა გვარამია.