ცალსახად გეუბნებით, რომ იმ საავადმყოფოში ვერაფრით დაეხმარებიან – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

ექიმი ლევან ფერაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია, გლდანის ციხის საავადმყოფოში მას შესაბამისად ვერ უმკურნალებენ.

“მთავარ არხთან” საუბრისას ექიმი ამბობს, რომ კლინიკა შესაბამისად აღჭურვილი არ არის, ამიტომ მან თავის დროზე, გლდანის ციხის ექიმებს მოუწოდა, რომ პასუხისმგებლობა არ აეღოთ.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა პოლიტიკური შურისძიებაა.

“მე ამ წუთში არ ვიცი, როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მაგრამ თუ იქ არის სერიოზული პრობლემა, დღეს ასეთი ხმაც გამოვიდა, რომ პოლიუკმარისობის საფრთხე არისო, ცალსახად გეუბნებით, რომ იმ საავადმყოფოში ვერაფრით დაეხმარებიან.

მე მოვუწოდე ციხის ექიმებს, რომ არ აეღოთ თავის თავზე ეს ცოდვა, საავადმყოფო არის სტრუქტურა, რომლის აწყობასაც წლები სჭირდება და ამ საავადმყოფომ 23 ოქტომბერს მიიღო მკურნალობის უფლება, მანამდე არ ჰქონდა.

ეს არის პატარა სულის ადამიანის პოლიტიკური შურისძიება ადამიანზე”,-თქვა ლევან ფერაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პენიტენციურმა დაწესებულებამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მანამდე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო, მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფელი.

tv mtavari

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share