საერთოდ გლდანშია თუ არა, ან საერთოდ რა მდგომარეობაშია, წარმოდგენა არ გვაქვს არავის – ნიკა გვარამია

საერთოდ გლდანშია თუ არა, ან საერთოდ რა მდგომარეობაშია, წარმოდგენა არ გვაქვს არავის – წერს ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ:

”მეგობრებო, ჯერჯერობით არც ერთი ადამიანი არ ვიცი ისეთი, არც თანამდებობის პირი, რომელსაც საკუთარი თვალით ყავს ნანახი სააკაშვილი გლდანში.

საერთოდ გლდანშია თუ არა, ან საერთოდ რა მდგომარეობაშია, წარმოდგენა არ გვაქვს არავის

არაჯანსაღი ეჭვებით ნუ ახდენთ მდგომარეობის ესკალაციას (თუ ეს არ არის მიზანი)! მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ სააკაშვილის გლდანის სტაციონარში ყოფნის და მისი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო!” წერს ნიკა გვარამია.

პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share