”ან გლდანის ციხის საავადმყოფოში პატიმრის უჩუმრად და ციმციმ გადაყვანა რა იყო ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, ან ეს რას ჰგავს სხვა პატიმრებს რომ აგინებინებთ მოშიმშილე და ავადმყოფ კაცს? რომელ გენიოსს მოგივიდათ ეს თავში?
სრულიად წარმოუდგენელია რასაც ეს ხელისუფლება სჩადის მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
ვინ ხართ თქვენ საერთოდ, რა ჯიშის ხართ და სად გაიზარდეთ?
P. S. დაბეჯითებითი თხოვნაა, აქ არც ქოცებმა დამიწყოთ ახლა დამუნათება, ეგრე მოუხდებაო და არც ნაცებმა, აბა ბიძინა რომ მოათრიე 2012-ში რა გეგონაო. ძალიან უხეშად რომ არ გიპასუხოთ, უბრალოდ წავშლი ასეთ კომენტარებს.”- ასე ეხმაურება დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს.