ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ოპოზიციის აქციები გლდანის ციხესთან არ გაიმართება.
როგორც მელიამ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გლდანის მე-18 დაწესებულებასთან აქციის გამართვა პროვოკაციად აღიქმება.
”მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ გლდანის ციხესთან აქციის გამართვა აღიქმება პროვოკაციად. მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს იქ, სადაც კრიმინალები, ძალიან მძიმე დამნაშავეები, „კანონიერი ქურდები“ ჰყავთ, სწორედ იქ შეიყვანეს მიხეილ სააკაშვილი. იქ ახლა აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არცერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.