“დროას” ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ისევ დასჭირდა. ხოშტარია სუსტად არის, აქვს თავბრუსხვევა, აღენიშნება სისუსტე და ღებინება.
ხოშტარიამ ჰოსპიტალიზაციაზე ისევ უარი განაცხადა.
ელენე ხოშტარია პარლამენტში მე 6 დღეა, რაც შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გაუარესდა.