დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 7 თვის ბავშვი დაინფიცირდა.
ინფიცირებულები არიან ბავშვის ოჯახისსამი წევრიც, მამა, ბებია და ბაბუა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
“დღეს ინფიცირებული გვყავს 7 თვის ბავშვი, რომლის ოჯახის სამი წევრი, მამა ბებია და ბაბუა ასევე კოვიდადებითია. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში რამდენიმე წლამდე ბავშვი გვყავს მუნიციპალიტეტში ინფიცირებული.დღეს 10 წლის ბავშვიც დაგვემატა, კიდევ კარგი სკოლები ონლაინ სწავლებაზეა გადასული, რამაც მოზარდებში დაინფიცირების რიცხვი ცოტათი შეამცირა.”- გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსის 78 შემთხვევა დადასტურდა.
მსგავსი სტატიები
- 55
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 4 მოსწავლე და 3 მასწავლებელი დაინფიცირდა. ეს ინფორმაცია "გურიის მოამბეს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა. "რამდენიმე სკოლაში ბოლო დღეებში 4 მოსწავლე და სამი მასწავლებელი გვყავს ინფიცირებული. ასევე კორონავირუსი ბაღის რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ლანჩხუთის ყველა სკოლა დღეიდან ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საამღზრდელო…
- 52
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი, ექვსი თვის ბავშვს დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან ბავშვის ოჯახის წევრებიც. ეს ინფორმაცია "გურიის მოამბეს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა. "ექვსი თვის ბავშვი გვყავს ინფიცირებული, ის წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ოჯახისწევრებიც ინფიცირებულები არიან. ასე ხდება,როცა ოჯახში ვინმეს დაუდასტურდება, მერე ყველაფერს უნდა ველოდოთ."- გვითხრა ეპიდემიოლოგმა. შეგახსენებთ დღეს…
- 51
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 49
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ორ არასრულწლოვანს დაუდასტურდა. რვა თვის და ერთი წლის ბავშვები დაინფიცირდნენ. ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა. „ორი არასრულწლოვანი გვყავს ინფიცირებული. რვა თვის და ერთი წლის ბავშვები. ორივე მათგანის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია.“-გვითხრა მენაღარიშვილმა. გურიის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 შემთხვევა დადასტურდა.