სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხეში – უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

უკრაინის მოქალაქის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ქმნის დამატებით რისკებს და დაძაბულობას- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში მოთავსებას საპროტესტო ნოტით ეხმიანება. უწყება სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს და სამინისტროში საქართველოს ელჩს იბარებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებული მისი მოქალაქის გლდანის ციხეში გადაყვანის ფაქტისა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის უწყებისთვის არგადაცემის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც ყველა პირობა იქნება მისი ჯანრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად.

საპროტესტო ნოტა უკვე გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 

უკრაინის მოქალაქის შემდგომი ყოფნა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაში ქმნის დამატებით რისკსა და დაძაბულობას, რომლის აცილებასც აუცილებელი ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე.

საგარე საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში განაგრძობენ დამატებით კონტროლს  მათი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, გარშემო – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share