საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის ციხეში შესვლას და ყოფილი პრემიერის დაუყოვნებლივ ნახვის უფლებას მოითხოვს.
როგორც ყიფშიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობა დღეს და გუშინ დამძიმებული იყო:
”ვითხოვ, მოვითხოვ, ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად იმიტომ, რომ ძალიან ვღელავ მისი მდგომარეობაზე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. მისი ნახვა აუცილებელია დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ”, – ამბობს ყიფშიძე.