თურქეთში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

კონიას პროვინციაში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

დაზიანებულია რამდენიმე შენობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share