გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოდან 7 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 12.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 56.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.5 ათასი ტონით (39%), ხოლო ღირებულება – 7 მლნ აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში (5.5 ტონა), გერმანიაში (2,090 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (311 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (148 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), ესტონეთში (38 ტონა), უნგრეთსა (22 ტონა) და ხორვატიაში (20 ტონა).
2021 წლის 9 თვეში თხილისა და კაკლის ექსპორტმა 14 ათასი ტონა შეადგინა, რომლის ღირებულება 70 მლნ აშშ დოლარია.
bm.ge