იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსი ივანე ჩხაიძე ფიქრობს, რომ „მწვანე პასპორტის“ მოქმედების არეალს შესაძლოა სარკინიგზო ტრანსპორტიც დაემატოს.
როგორც პედიატრმა იმუნიზაციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამის ადმინისტრირება შესაძლებელი იქნება, განსხვავებით შიდა საქალაქო ტრანსპორტისგან.
„საზოგადრობრივი ტრანსპორტისგან განსხვავებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, თუნდაც მატარებელი, შეიძლება დაემატოს “მწვანე პასპორტის” მოქმედების არეალს… პირადობას მაინც აჩვენებ იქ და აქვე, შეუძლია ადამიანს აჩვენოს „მწვანე პასპორტიც“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.