ჩვენი ინფორმაციით, რაც მოგვეწოდა გაუთქმელობის პირობით, შედგა გარკვეული თათბირი დაახლოებით 10-კაციანი თათბირი, სადაც სერიოზულად განიხილეს ეს საკითხი. კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად ვაფრთხილებთ ყველას, ხელი აიღონ ნებისმიერ ასეთ გეგმაზე. ნებისმიერ მცდელობაზე ისინი მიიღებენ უმკაცრეს პასუხს, ეს არის ჩვენი პირობა მათ მიმართ. დანარჩენ დეტალებზე, შეიძლება, მოგვიანებით გახდეს ცნობილი.