“ვინც ვერ მოისყიდეს…ვინც ვერ გააჩუმეს…ვისაც ახლაც გვემუქრებიან…სამშობლოდან გვაძევებენ, რატომ უნდა შევეგუოთ?! – ვის უნდა დავუთმოთ!!!”-მაკა ჩიჩუა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება”

“ვინც ვერ მოისყიდეს… ვინც ვერ გააჩუმეს… ვინც ვერ შეაშინეს… ვისაც თვალები დაგვთხარეს… ვისაც ახლაც გვემუქრებიან, გვითვალთვალებენ, გვატყუებენ, გვპარავენ, დაგვცინიან, სამშობლოდან გვაძევებენ, რატომ უნდა შევეგუოთ?! – ვის უნდა დავუთმოთ!!!” – წერს ჩიჩუა სოციალურ ქსელში.

გუშინ, 8 ნოემბერს, საღამოს, ყოფილი პრეზიდენტი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თითქმის ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო თუ სად და რა ვითარებაში წაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ექს-პრეზიდენტი ამბობს, ის გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პირველად სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააჟღერა. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილი თავისი ხელით ალაგებს პირად ნივთებს და ტოვებს დაწესებულებას.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უწყების თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ასევე ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკაც დააზიანა. ამ ფაქტს ბრეგაძის თქმით, გენერალური ინსპექცია სწავლობს, რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება. მისივე მტკიცებით, რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ დარღვეულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share