60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს-200ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს

200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

„ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ, პირველ და 15 რიცხვში მიეწოდება. სააგენტო ვაქცინირებული პირისთვის თანხის ჩარიცხვას, ინფორმაციის მიღებიდან, მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს. იმ ბენეფიციარების დაფინანსება კი, რომელთა დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share