საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
82 წლის ასაკში გარდაიცვალა დიპლომატი, პუბლიცისტი, პედაგოგი გელა ჩარკვიანი, რომელიც 1992-2003 წლებში იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი, ხოლო 2006 წელიდან 2011 წლის სექტემბრამდე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი.
გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1963 წელს დაამთავრა ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი. ასპირანტურა 1970 წელს, აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).