ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ელჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში გაეწიოს.
“როგორც სამედიცინო კონსილიუმმა შეაფასა, მას გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში არ არის შესაბამისი და საკმარისი პირობები, რომ მას საჭირო დახმარება გაეწიოს, ამიტომ მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში. ასევე, მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს ექიმების რეკომენდაციები და დაემორჩილოს რეკომენდაციებს. მას უნდა მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, რადგან ყველგან ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ იზრუნოს პატიმრების მდგომარეობაზე და მათ დაცვაზე რაიმე სახის ძალადობისგან, – ამბობს კელი დეგნანი.