სააკაშვილთან პირად ექიმს კვლავ არ უშვებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მის პირად ექიმს ამ დრომდე არ უშვებენ.

როგორც ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რამდენიმე საათია უშედეგოდ ელოდება ციხის საავადმყოფოში შესვლას.

“არაფერი კითხვები არ აქვთ, მეუბნებიან, მოიცადეთ, ახლავე გავარკვევთ. დღეს დაახლოებით ორი საათიდან აქ ვართ”, – განაცხადა ყიფშიძემ.

ცნობისთვის, სააკაშვილთან შეხვედრას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა რადას დეპუტატი ლიზა იასკოც, თუმცა როგორც ის ამბობს, მასაც ეუბნებიან, რომ მოთხოვნა დამუშავების პროცესშია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share