რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის წინ უწყვეტი აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში პროტესტის ახალი კერა გაჩნდება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვას იწყებს.
იუსტიციის მინისტრის განცხადების მიუხედავად, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი არა ციხეში, არამედ სასამართლოს დარბაზშია ჩანიშნული.