საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, Amnesty International გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანასა და მის პატიმრობას ეხმაურება. ორგანიზაცია წერს, რომ საქმეზე ჩანს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური შურისძიება.
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის 5 კვირა) ძალის გამოყენებით გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. სავარაუდოდ დაემუქრნენ; შეულახეს ღირსება, უარი თქვეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე და ადეკვატურ ჯანდაცვაზე. არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება, – ნათქვამია განცხადებაში.