”ესენი ტაშს უკრავენ მიშას სიკვდილს და საქართველოს განადგურებას, იმ მიშასი, რომელთაც ამ პაპუასებს დამსგავსებულ ხალხს მისცა შუქი, გაზი, წყალი, გზა, ლიფტი და ა.შ”

”და ვინ არიან ქოცები, ამომრჩეველთა დაახ. 40 პროცენტი, რომელიც ირჩევს ეთნიკურად ქართველ, მაგრამ რუს ოლიგარქის ბიძინა-ბორიას ოცნებას ანუ მირაჟს (თან რომ მისია და თან ვითომ რომ გაემიჯნა და პილატე პონტოელისავით ხელი დაიბანა ქართველი ერის წინაშე 2012, 2016, 2018 წლებში საჯაროდ ნაკისრი პასუხისმგებლობებისაგან)?! ვის უხარია საქართველოს სახელმწიფოს შევარდნაძის წუმპიდან ამომყვანის და აღმაშენებლის ციხეში დამწყვდევა და დამცირება, სასიკვდილოდ გაწირვა:

1.ქუჩის შპანა, კრიმინალები, მოკრიმინალოები, ნაციხრები და ციხეში მყოფები;

2.საბჭოთა წითელი “ინწილიგენციის” უკანასკნელი ნარჩენები (კეწი დოლიძეები, რობიკო სტურუები და ძმანი/დანი მათნი, ზვიად გამსახურდიას სისხლიანი დამხობის თანამონაწილენი), პრო-რუსული და საბჭოური მენტალობის კორუმპირებულ-ჩაჭაობებული ნაგავი, მიუხედავად მათი დამსახურებისა თუ ჩინების;

3.რუსული ღია აგენტურა, მათ შორის ხუნტისტებ-პუტჩისტები: კიტოვანი, ხაინდრავა, წითელაშვილი და ა.შ;

4.კარიერისტ-მედროვეები- სამშობლოს და ერის აწმყოს და მომავლის ფეხებზემკიდიები, მთავარია ქოცობამ მათ სამსახური და ხელფასი მოუპოვა, სხვა არაფერი აინტერესებთ;

5. მიშაზე და მის მმართველობაზე პათოლოგიურ-ფანატიკურად ანტაგონისტური მძულვარებით განწობილები: ა) პირადი წყენის (სამართლიანი ან უსამართლო) და ბ) კრემლისტურ-ქოცური პროპაგანდის მსხვერპლნი, ეს უკანასკნელნი ძირითადად გონებასუსტი ხალხია პრავასლავნიკი მომრევლოები, ამერიკოფობები, ევროფობები, შეთქმულებათა თეორიებით და სხვა მანიებით შეპყრობილები.

აი ყველა ეს კატეგორია, მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის პირველი ნაწილის გამოკლებით, არის ერის ბალასტი და სირცხვილი, ესენი ტაშს უკრავენ მიშას სიკვდილს და საქართველოს განადგურებას, იმ მიშასი, რომელთაც ამ პაპუასებს დამსგავსებულ ხალხს მისცა შუქი, გაზი, წყალი, გზა, ლიფტი და ა.შ. წერტილი დაუსვა დღისით, მზისით ქუჩებიდან ავტომანქანების და რაც უფრო საშინელია, ადამიანების, მათ შორის ბავშვების ყოველდღიურობად ქცეულ გატაცებებს გამოსასყიდის ფასად, რაც ხშირად მათი მოკვლით მთავრდებოდა.

აი, კარლო-კახა კალაძეს მაინც რამ დაავიწყა ის დროება, თუ საიდან გამოათრია მიშამ ეს ქვეყანა. ალბათ ყველა ესენი ბოლშევიკ-სტალინისტთა მენტალური მემკვიდრეობაა, ერის თავისუფლება რომ გაყიდეს და ერის საუკეთესო შვილებს ხვრეტდნენ და აციმბირებდნენ ბელადის სადიდებლად.” – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share