პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ პატიმრის მიმართ ქცევით ხელისუფლების სახე იზომება. ამის შესახებ ბესელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„როგორ ექცევი პატიმარს – ამით იზომება ხელისუფლების სახე და ესაა ყველაზე სწრაფი ტესტი!“ – წერს ბესელია.
ამ ფორმით ბესელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.