ბრიტანეთში მცხოვრები ემიგრანტები-“გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში”

ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებენ.

ემიგრანტები ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის უფლებებს არღვევს. ისინი პროტესტის სხვადასხვა ფორმებს აანონსებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებში მოქმედ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს აწვდიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share