ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მრჩეველთა საბჭოს წევრები ლახამში

ბახვი 1 ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მესამე შეხვედრა სვანეთში, კერძოდ ლახამში გაიმართა.

პირველ დღეს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მენეჯერებმა საბჭოს წევრებს გააცნეს პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევების პროგრესი. წარიმართა დეტალული კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც კომპანიის თანამშომლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს საბჭოს წერვების შეკითხვებს.

მეორე დღეს, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს ლახამი ჰესის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ ჰესის მუშაობის თავისებურებებს, ნახეს ჰიდროელექტროსადგურის თევზსავალი. გარემოსდაცვის და სოციალური პროექტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ გააცნეს თევზსავალის მუშაობის პრინციპები, ასევე, სოციალური პროექტები, როემლიც კომპანიამ მაღალი პასუხისმგებლობით და იმ სტანდარტების მიხედვით განახორციელა, რომელსაც ინვესტორი უწესებს თითოეულ პროექტს.    ლახამი ჰესი კავაკსიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის მიერ  განხორციელებული პროექტია სვანეთში.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ლახამი ჰესის  ტყის განაშენიანების პროგრამაშიც მიიღეს მონაწილეობა. ტყის განაშენიანების ინიციატივა   ჰიდროელექტროსადგურის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.   შერჩეული ტერიტორიის განაშენიანება ლახამი ჰესის ინვესტორის კეთილი ნება და გარემოზე ზრუნვის აქტია.

ჩვენს მიერ მომზადებულ ვიდეო ფაილში ნახავთ ორდღიანი ვიზიტის ამსახველ კადრებს და მოისმენთ მრჩეველთა საბჭოს წევრების ინტერვიუებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share