დღეს უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კერძოდ ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სტიქიის შედეგად დამეწყრილია გზის სავალი ნაწილი არჩეულსა და წიაღობანში.
ასევე რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთში ჩამოწოლილია მეწყერი.
აღნიშნულ სოფლებში მუშაობს სპეც ტექნიკა.
აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.