“29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა არის ცინიზმის მწვერვალი…მიხეილ სააკაშვილზე თქვეს მათ, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება ცოცხალი”-ნიკა გვარამია

პროცესის ჩანიშვნით 29-ში, მიხეილ სააკაშვილზე თქვეს, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება ცოცხალი. ეს არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ მომდევნო პროცესი 29 ნოემბერს ჩანიშნა. უკვე დაწყებულ სასამართლოზე კი მოსამართლეებმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატები, ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი არ დაუშვა:

“29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა არის ცინიზმის მწვერვალი. მათ დღეს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს შუამდგომლობაზე პროცესის ჩანიშვნით.

პროცესის ჩანიშვნით 29-ში, მიხეილ სააკაშვილზე თქვეს მათ, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება ცოცხალი და 29-ში განვიხილავთ მის საკითხს მის გარეშე” –ამბობს ნიკა გვარამია .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share