მომღერალი ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრა.
მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სავარაუდოდ, უკრაინისთვის გადაცემის საკითხების პრეზიდენტთან განიხილვაა.
“მოხარულები ვართ, რომ ბუბა კიკაბიძემ გამოიჩინა სურვილი და უკრაინაში ჩამოვიდა. მისი მიზანია აქ შესაბამის პირებთან ერთად განიხილოს კრიტიკული სიტუაცია, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს ამყოფებენ. სწორედ ამიტომ, ბუბა კიკაბიძე შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ყველაფერს დეტალურად მოუყვება. ჩვენ გვჭირდება და მადლობელი ვიქნებით პრეზიდენტის ჩარევის, რადგან ახლა პოლიტიკური ჩარევისა და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე ქართული მხარე არაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს”, – ამბობს მარია ბარაბაშა ფორმულასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა შიმშილობს.