ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა აშშ-ში, ვიზაც მე როგორც ვიცი, დაჩქარებული წესით მიიღო – ელისო კილაძე

ელისო კილაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა. მისი თქმით, ოლიგარქმა ვიზაც დაჩქარებული წესით აიღო. ჟურნალისტის თქმით, ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც მისი შიდა, ისე გარე წყაროები:

“გაგიკვირდებათ და ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მას აქვს სახლი. პირველად ჩავიდა სხვათა შორის, აქამდე ჩემი ინფორმაციით, ის ამერიკაში ნამყოფი არ იყო… ივანიშვილი წავიდა ყველაზე დაცულ ქვეყანაში, ვიზაც მე როგორც ვიცი, დაჩქარებული წესით მიიღო” ამბობს ელისო კილაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”.

კილაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის ფონზე “ქართულ ოცნებაში” სრული ქაოსი და აჟიოტაჟია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share