თბილისში გამართულ აქციებზე დაკავებულთა ნაწილი ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

დღეს, 10 ნოემბერს, თბილისში გამართულ აქციებზე დაკავებულების ნაწილი ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მათ შორის არისაა ორი სამოქალაქო აქტივისტი, ზვიად კუპრაძე და ბონდო თევდორაძე, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგა ონიანი.

ზვიად კუპრავას თქმით, დაკავების დროს ის დაშავდა. კერძოდ, მისი თქმით, პროტესტის ნიშნად, ის პოლიციის მანქანიდან გადახტა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო. ამ წუთებში, მასთან სასწრაფო დახმარების ექიმები შევიდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share