29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნით თქვეს, რომ საკითხს მიხეილ სააკაშვილის გარეშე განვიხილავთ, რადგან ცოცხალი არ იქნებაო – გვარამია

სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, 29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა არის ელისუფლების ცინიზმი. მისი განმარტებით, ამ თარიღის ჩანიშნვით ხელისუფლებამ თქვა, რომ პროცესს სააკაშვილი არ დაესწრება, რადგან ის ამ დროს ცოცხალი აღარ იქნება:

„კაცი იმყოფება წამების პირობებში, არანებაყოფლობითი მკურნალობის და ასევე გარედან ზეწოლის პირობებში – პატიმრების იქნება ეს, თუ ექიმების. ფორმალური საფუძველიც კი არ არსებობს ჩვენი არშეშვების. შესვენება გამოცხადდა და შესვენების მერეც არ შეგვიშვეს. ყველაზე მთავარი, 29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა არის ცინიზმის მწვერვალი. მათ დღეს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს შუამდგომლობაზე. 29-ში პროცესის ჩანიშვნით მიხეილ სააკაშვილზე თქვეს, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება და 29-ში განვიხილავთ ამ საკითხს მის გარეშე, რადგან ცოცხალი არ იქნებაო. ეს არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეუბნები მიხეილ სააკაშვილი იქნება ცოცხლი და თქვენ არ იქნებით მოსამართლეები – მაღლა მზე იქნება და ეს ასე იქნება. 29-ში მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი იქნება, იმის მერეც და 29-ში, როგორმე თქვენი ხელისუფლება თუ მიგორდა თავის სასამართლო ხელისუფლებიანად, ამაზე იფიქროთ გირჩევნიათ. 29 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არ არის, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share