“ქართული ოცნება – რასაც თქვენ აკეთებთ, მაგაზე პასუხი მოგეთხოვებათ.
ნახეთ, რომ ხალხის ნაციონალებით და მიშათი დაშინება აღარ არის საკმარისი. მეტიც, რაც თქვენ დღეს გააკეთეთ სასამართლოში მიშას არმიყვანით, თქვენსავე პარტნიორებთან შეგიქმნით პრობლემას. მურუსიძის სასამართლოშიც კი გეშინიათ მიშას გამოჩენის. უკვე ხვდებით რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულია.
ახლა მალე ველოდები, რომ გამოხვალთ და 3+3 ფორმატში შესვლაზეც განაცხადებთ თანხმობას, ოღონდ ივანიშვილის მმართველობა თქვენი დოქსოპულობის ჩართულობით გაგრძელდეს.
არ გაგივათ საქართველოში ბელორუსიის სცენარი, 20 ივნისი ხომ გახსოვთ? მაგაზე მეტს და მეტად განრისხებულ ხალხს ელოდეთ საპროტესტოდ ქუჩებში”. – მიმართავს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, იმედა კლდიაშვილი ქართულ ოცნებას.