“საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ეგრეთ წოდებულ ბრალდებულს, არ ასწრებენ სასამართლო სხდომას, არ უნდათ მისი საჯარო გამოჩენა, სასტიკად ეშინიათ, გაუგონარს ბოდავენ და არადამაჯერებლად, უვიცად, ურცხვად, უსამართლოდ მიზეზობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა, მის მიმართ წაყენებული ბრალდება ტყუილია, ყველაფერში გამტყუნდებიან, მთავარი რეფორმატორისა და ამ დაქცეული ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამომყალიბებლის წინაშე!!! აქედან გამომდინარე, მაშასადამე, ე.ი. და რაც მთავარია, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვასკვნი,რომ არარსებული მითებით, მოგონილი ზღაპრებით ხალხის, ერის, მოსახლეობის და ა.შ. დიდი და აფსტრაქტული საგნებით, კოვზებით, ჩანგლებითა და ჩამჩებით კვება, თქვლეფა, დიდად უღირსი და უნაყოფო, აღარ გამოუვათ!!!
მორჩა ამათი ამბავი!!!
სხვისი დასრულების მუქარით დაისრულეს თავნი თვისნი, სამარადჟამოდ!!!
ვისაც კიდევ შეგრჩათ ოცნებებისკენ მიდრეკილება, აღარც კი ვიცი ოდესმე, რამე, სადმე და მრავალი წერტილი… ა.შ და მაშასადამე… ვვვვააააი!!!”-
წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ნანა ბუთხუზი. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე გაიმართა. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა თავად დაკავებული.