“საქართველოს საპატრიარქოს განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არის სამარცხვინო. ეკლესია გადაიქცა “ქართული ოცნების” რელიგიურ დანამატად, ისევე როგორც სუსი გახდა პარტიის ძალოვანი ნაწილი. “როცა რელიგია ერთიანდება პოლიტიკასთან, იბადება ინკვიზიცია”-ამბობდა ალბერ კამიუ. არ გაუვათ არც საერო და არც სასულიერო ინკვიზიტორებს ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება, არ გაუვათ მიხეილ სააკაშვილის გატეხვა.
მიშამ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, თუნდაც იმიტომ, რომ არ გაახაროს ესენი შიმშილობის ფატალურად დამთავრების ან მისი ჯანმრთელობის გამოუსწორებლად დაზიანების გამო.” – წერს რომან გოცირიძე.